არტემის II
| არტემის II | |
|---|---|
|
| |
|
| |
| ზოგადი ცნობები | |
| ორგანიზაცია | NASA |
| ხომალდის ფრენის მახასიათებლები | |
| ხომალდის სახელი | ორიონი |
| ხომალდის ნომერი | CM-003 |
| რაკეტა-მატარებელი | SLS Block 1 Crew |
| სასტარტო მოედანი | კენედის კოსმოსური ცენტრი, LC-39B |
| გაშვების თარიღი |
1 აპრილი, 2026 22:35:12 UTC |
| დაშვების თარიღი |
11 აპრილი, 2026 00:07:27 UTC |
| ეკიპჟი | |
| ეკიპაჟის რაოდენობა | 4 |
| ეკიპაჟის წევრები |
რიდ უაისმენი ვიკტორ გლოვერი კრისტინა კოხი ჯერემი ჰანსენი |
| ეკიპაჟის ფოტო | |
|
| |
| ეკიპაჟის ოფიციალური ჯგუფური ფოტო. მარცხნიდან საათის ისრის მიმართულებით: კოხი, გლოვერი, ჰანსენი და უაისმენი | |
არტემის II (ინგლ. Artemis II) — NASA-ს ხელმძღვანელობით პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში 2026 წელს დაგეგმილი მთვარის კოსმოსური ფრენის პილოტირებადი მისია. ის წარმოადგენს, Space Launch System-ის (SLS) მეორე ფრენას, ასევე „ორიონის“ კოსმოსური ხომალდის პირველ ეკიპაჟიან მისიას და მთვარის მახლობლად პირველ ეკიპაჟიან მისიას 1972 წლის „აპოლო 17“-ის შემდეგ. გაუშვეს 2026 წლის 1 აპრილს[1] 22:35:12 UTC (თბილისის დროით 2 აპრილი 02:35:12).
10-დღიანი მისიის ფარგლებში NASA-ს ასტრონავტები რიდ უაისმენი, ვიკტორ გლოვერი და კრისტინა კოხი, კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტ ჯერემი ჰანსენთან ერთად, მთვარის გარშემო თავისუფალი დაბრუნების ტრაექტორიით იმოძრავებენ და დედამიწაზე დაბრუნდებიან. გლოვერი გახდება პირველი ფერადკანიანი ადამიანი, კოხი — პირველი ქალი, ხოლო ჰანსენი — პირველი არაამერიკელი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს. ფრენა ეკიპაჟს დედამიწიდან უფრო შორს წაიყვანს, ვიდრე ნებისმიერი წინა ადამიანის მისია, სანამ დედამიწის ატმოსფეროში დაახლოებით 40,000 კმ/სთ რეკორდული სიჩქარით შევა.
„არტემის II“ თავდაპირველად დანიშნული იყო, როგორც Exploration Mission-2 (EM-2) და თავდაპირველად განკუთვნილი იყო ამჟამად გაუქმებული ასტეროიდის გადამისამართების მისიის მხარდასაჭერად. მისი მიზნები პროგრამა „არტემისის“ შექმნის შემდეგ გადაიხედა.
ხომალდ „ორიონი“ დედამიწაზე დაეშვა 2026 წლის 11 აპრილს 00:07:27 UTC (თბილისის დროით 11 აპრილი 04:07:27).
მისიის ხანგრძლივობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არტემის II, NASA-ს პირველი ეკიპაჟიანი გაშვებაა უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთვარის მიმართულებით. ოთხი ასტრონავტი გაემართება მთვარის გარშემო მოგზაურობაში, რომელიც საფუძვლად დაედება ადამიანის გრძელვადიან ყოფნას კოსმოსში, სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად. 10-დღიანი სატესტო ფრენა იქნება დემონსტრირება იმისა, რომ ეკიპაჟი მზადაა შორეულ კოსმოსში ყოფნისათვის. მისიის წარმატებით დასრულება ასევე იმის მაჩენებელი იქნება, რომ კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ მზადაა დაიცვას ასტონავტების სიცოცხლე და დაამუშავოს შეგროვებული ინფორმაცია სრულფასოვნად.
ეკიპაჟი გაშვების წინ გადის ფინალურ შემოწმებას და მიემგზავრება კენედის კოსმოსური ცენტრის სასტარტო მოედან LC-39B-ზე. მათ ადგილზე დახვდებათ 100 მეტრიანი რაკეტა-მატარებელი SLS, რომლზეც დაერთებულია „ორიონის“ კოსმოსური ხომალდი. რაკეტამ სამშენებლო-საკონსტრუქტორო სანგრიდან სასტარტო მოედნამდე დაახლოებით 6 კმ გაიარა. მომსახურე პერსონალი ავსებს რაკეტა-მატარებლის ავზებს დაახლოებით 3 მლნ. ლიტრი თხევადი ჟანგბადითა და წყალბადით, ამოწმებს ნავიგაციისა და უკუკავშირის სისტემებს. შემდეგ, სტარტამდე 15 წამით ადრე ირთვება ამნთებები, რაც 6 წამის შემდეგ იწვევს რაკეტის ოთხი ძრავი RS-25-ის ჩართვას. უკუთვლის დასრულებისთანავე რაკეტას ეხნება ყველა მკვებავი კაბელი და პირველი კოსმოსური სისწრაფით მიისწრაფის ცისაკენ.
დაახლოებით 3000 ტონიანი რაკეტა-მატარებელი SLS, თავისი ოთხი ძრავით ქმნის კოლოსალურ გამწევ ძალას ვერტიკალური მიმართულებით. აქედან, სიმძლავრის 75% მოდის ორ მყარსაწვავიან ამაჩქარებელზე, რომელთაგან თითოეული ქმნის 1500 ტონა გამწევ ძალას. ორი წუთიანი მუშაობის შემდეგ ამაჩქარებლები საწვავის გამომუშავების შემდეგ ავტომატურად ეხსნებიან რაკეტას, ხოლო ცენტრალური ბლოკი აგრძელებს მთვარის მიმართულებით სვლას. სამი წუთის შემდეგ სერვის მოდულს ეხსნება დამცავი პანელები, რის გამოც მზის პანელებს პირდაპირი წვდომა ეძლევათ მზის სინათლეზე. ექვსი წამის შემდეგ რაკეტას ეხსნება ეკიპაჟის ავარიული გადარჩენის სისტემა. რაკეტა გასულია ორბიტაზე, თუმცა მოძრაობის შეწყვეტა კვლავინდებურადაა შესაძლებელი მოდულის ძრავების საშუალებით.
სტარტიდან 8 წუთის შემდეგ პირველი საფეხურის ძრავები ითიშება, რომლის შემდეგაც შუალედური კრიოგენული მოდული ორიონის ხომალდთან ერთად გამოეყოფა ცენტრალურ ბლოკს. ეხლა ორიონი თავისუფლად გადაადგილდება. ორიონის ოთხი მზის პანელი იხსნება. ისინი მუხტავენ აკუმულატორებს, იმ შემთხვევაში როცა აპარატი გამოვა მზის პირდაპირი ზემოქმედების სფეროდან მთვარის ირგვლივ მოძრაობისას. საათნახევრიანი ფრენის შემდეგ ირთვება მეორე საფეხურის ძრავი და ორიონი გადაჰყავს დედამიწისახლო შედარებით მაღალ ორბიტაზე. ჰიუსტონის მართვის ცენტრი იწყებს სისტემების გამართული მუშაობის შემოწმებას. სანამ აპარატი დედამიწასთან ახლოსაა და ჯერ კიდევ იგრძნობა მიზიდულობა, ასტრონავტებს აქვთ დრო მოერგონ ახალ ვითარებას.
მაღალ ორბიტაზე ორიონი საბოლოოდ გამოეყოფა მეორე საფეხურს. თავისუფალი ფრენისას, ეს უკანასნელი ორიონის ხელოვნური მართვის გასატესტი კარგი საშუალებაა. ეს გამოცდილება დაეხმარება შემდგომ მისიების ასტრონავტებს სხვა კოსმოსურ ხომალდებთან შეპირაპირებაში. ასტრონავტები იყენებენ ამერებსა და ილუმინატორებს აპარატის ხელოვნური მართვის შესამოწმებლად. ტესტირების შემდეგ გროვდება ინფორმაცია ხომალდის მუშაობის შესახებ. კომუნიკაციის საშუალებები, ნავიგაცია და სხვა დანარჩენი სისტემა უნდა გამართულად მუშაობდეს, რათა მისიამ ჩაიაროს უნაკლოდ.
დაახლოებით 23 საათის შემდეგ ორიონის კოსმოსური ხომალდის ძრავები ასრულებენ სპეციალურ ტრანსმთვარისმიერ ინექციის მანევრს, მთვარის ორბიტაზე გასასვლელად. რვიანის მაგვარი ტრაექტორია ხომალდს დედამიწისაგან დააშორებს 370 ათასი კილომეტრით. ფრენის მანძილზე ასტრონავტები გააგრძელებენ ორიონის ტესტირებას საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში. ორიონი მთვარეს შემოუვლის 7 ათასი კმ-ს მოშორებიდან. ეს იქნება პირველი შემთხვევა 50 წლის შემდეგ ვინც პირველად ნახავს მთვარის უკანა მხარეს საკუთარი თვალებით. ამ პერიოდში მოსალოდნელია ხომალდთან კომუნიკაციის გეგმიური შეწყვეტა. ბრმა ზონიდან გამოსვლის შემდეგ, ხომალდი ინერციითა და დედამიზის მიზიდულობით ბრუნდება უკან. ფრენის ინერციული ფრენა უზრუნველყოფს ხომალდის ეკონომიურ დაბრუნებას დედამიწაზე.
დედამიწის ატმოსფეროში შესვლამდე ორიონის კაფსულა გამოეყოფა ხომალდის სერვის მოდულს. 12 მცირე ძრავი უზრუნველყოფს კაფსულის ატმოსფეროში შესვლის სისწორეს 40 ათასი კმ/სთ სიჩქარით. ატმსფეროში შესვლილას ხომალდის ეკიპაჟზე იმოქმედებს დედამიწის მიზიდულობაზე 4-ჯერ დიდი ძალა. კაფსულის სითბური ფარი დაიცავს ასტრონავტებს 2700°C სიცხისაგან. ეს დაახლოებით მზის ზედაპირზე ტემპერატურის ნახევარია. სიჩქარის დასაგდებად, ორიონის კაფსულა მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უშვებს 11 პარაშუტს. ბოლო სამი პარაშუტი ანელებს კაფსულის სიჩქარეს 30 კმ/სთ-მდე. ორიონი, 1 მლნ კმ-ის გავლის შემდეგ ეშვება წყნარ ოკეანეში კალიფორნისს ნაპირებთან, ატმოსფეროში შესვლიდან სულ რაღაც 16 წუთის შემდეგ. აშშ-ს საზღვაო ძალებისა და NASA-ს სამაშველო ჯგუფი დაუყოვნებლივ გადის კაფსულის დაშვების ადგილზე. მეზღვაურებს გადმოჰყავთ ასტრონავტები კაფსულიდან, რის შემდეგაც ხდება მათი ავიამზიდზე ვერტმფრენით გადაყვანა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Artemis II, at NASA
- Mission Overview, at NASA
- Artemis II "Send Your Name to Space", at NASA
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Clark, Stephen. (2026-02-21) NASA says it needs to haul the Artemis II rocket back to the hangar for repairs en. ციტირების თარიღი: 2026-02-22